четверг, 16 июня 2016 г.

მე-9 დღის რეფლექსია

       22 მაისიდან 16 ივნისამდე გავიარეთ 9 დღიანი ტრენინგი ინტელის საგანმანათლებლო კურსი პროექტით სწავლება  ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს მეთოდები განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უფრო ნაყოფიერად და ეფექტურად წარმართვისათვის. ძალიან საინტერესო იყო პორტფოლიოზე მუშაობა.კერძოდ,მასალების მოგროვება და დახარისხება.ვიდეოების ჩამოტვირთვა, გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.
        მადლობა  ჩვენს ტრენერს ნათია ცინცაძეს.

среда, 15 июня 2016 г.

მე-8 დღის რეფლექსია

        განვიხილეთ,როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას, ასევე, იმსჯელებთ, როგორ გამოიყენოთ ტექნოლოგიები პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.ჩავწერეთ შესაბამისი მითითებები ჩვენს გეგმაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.

вторник, 14 июня 2016 г.

მე-7 დღის რეფლექსია

        განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევავსეთ გაკვეთილზე თვითშეფასების რეფლექსია,გავეცანით შეფასების გეგმებს,გადავხედეთ შეფასების რუბრიკას მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის შესახებ.შევავსეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.გვქონდა უკუკავშირი.

суббота, 11 июня 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შექმნა,განვიხილეთ რამდენიმე მოსწავლის zip  ფაილი. ვისწავლეთ PowerPoint-ში სხვა ფაილის ინტეგრირება და ბლოგზე ჩაშენება. მადლობა ჩვენს ტრენერს ნათიას . 

суббота, 4 июня 2016 г.

მე-5 დღის რეფლექსია

     განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის.ვისწავლეთ ციფრულად უკუკავშირის მიღება.გავეცანი საავტორო უფლებების ნორმებს, შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ბიბლიოგრაფია. ვისწავლეთ პროექტისათვის გამოყენებული მასალის ჩამოტვირთვა და ლინკის დადება.შევქმენით პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში. მადლობა ნათიას

воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

   განვიხილეთ სასწავლო პროექტების შეფასების სტრატეგიები. გავწერეთ დროში შეფასების სქემები პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასრულების შემდეგ. შევიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროების გამოსავლენი ინსტრუმენტები. პროექტის შაბლონის  მიხედვით შევავსეთ კითხვარები. განვიხილეთ დავალებები და მივიღეთ უკუკავშირი. ეს დაგვეხმარება ეფექტურად შევაფასოთ პროექტის მსველობა და შედეგი.

суббота, 28 мая 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია



     პროექტი რომ ეფექტურად წარვმართოთ, უნდა განვსაზღვროთ სტანდარტები და ამის შესაბამისად დავგეგემოთ აქტივობები. ამის შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიზნები. პროექტის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.შევასრულეთ შესაბამისი დავალებები.

четверг, 26 мая 2016 г.

I - II დღის რეფლექსია

           ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა, სტანდარტების განსაზრვრა და მიზნების შემუშავება სასწავლო პროექტისათვის. საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევა. ბლოგის შექმნაზე მუშაობა. ამის ცოდნა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის,ბავშვებიც მეტად იქნებიან ჩართული მასალის მოძიებაში და მათი ცოდნის წარმოჩენაში.